|
2017-07-03 20:52:03, 2834 ნახვა
პოლიტიკა
10 არასამთავრობო ორგანიზაცია პრეზიდენტს „თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებებზე" ვეტოს დადებას სთხოვს
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტს „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე" ვეტოს დადებას სთხოვენ. დოლიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო სექტორის მოსაზრებები მოისმინა. მისი თქმით, გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს უფლებას, კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები 12 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად 5 თვითმმართველი ქალაქის შექმნას გულისხმობს. აგრეთვე განხორციელდა ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებები და კოდექსის მთელ ტექსტში, ტერმინი „გამგებელი/მერი“ და „გამგეობა/მერია“ შეიცვალა ჩანაწერით „მერი“ და „მერია“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)