|
2017-07-03 13:01:11, 2019 ნახვა
სამართალი
პროკურატურა ფარული კადრების საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა ფარული კადრების საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში, შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ვ.ლ.-ს ორგანიზებითა და დავალებით, ამავე დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლები მაკომპრომატირებელი მასალის შეგროვების მიზნით, ახდენდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირების და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების უკანონო თვალთვალს და მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვებას. სასამართლოში საქმის მრავალთვიანი განხილვის მანძილზე, დაიკითხა ბრალდების ასამდე მოწმე, გამოკვლეული იქნა 11 ტომი წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნები. მოსამართლემ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ბრალდებულები: ვ.ლ., რ.შ., ი.ყ., დ.თ., გ.კ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და ვ.ლ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, ი.ყ.-ს 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ,,ამნისტიის კანონის'' საფუძველზე შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა ამნისტიის კანონის გამოყენებით კიდევ ერთ ბრალდებულს რ.შ.-ს. მსჯავრდებულები ი.ყ. და რ.შ. პატიმრობაში სასამართლო სხდომის დარბაზიდან იქნენ აყვანილი. რაც შეეხება მსჯავრდებულებს გ.კ.-ს და დ.თ.-ს, რომლებიც დღემდე თავს არიდებენ მართლმსაჯულებას და იმყოფებიან მიმალვაში, სასამართლომ მათ ჩადენილი ქმედებისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა და ამნისტიის კანონის გამოყენებით, საბოლოოდ 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. ამავე განაჩენით სასამართლომ ბრალდებული გ.შ. წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ სცნო და გაამართლა. ბრალდების მხარე, სასამართლოს განაჩენს გ.შ.-ს გამამართლებელ ნაწილში დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ სააპელაციო წესით გაასაჩივრებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)