|
2015-04-21 15:31:52, 895 ნახვა
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს
მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვები პუნქტების „ვალეს“ და „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტის „ვალეს“ ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ი.ბ., რომლის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების, კოდეინის, შემცველი მედიკამენტი APRAMAX PLUS (10 აბი) აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას. შემოსავლების სამსახურის ცნობით, ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოჩნდა სგპ „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე ს. ბ.-ის ხელბარგში. ეჭვის საფუძველზე, დათვალერების შედეგად, მის ხელჩანთაში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 10 აბი მედიკამენტი „პენტალგინი“ აღმოაჩინეს. აღნიშნული მედიკამენტი შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერება კოდეინს და ფსიქოტროპულ ნივთიერება ფენობერბიტალს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ქვემო ქართლის საპტრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)