|
2017-07-01 13:08:04, 2298 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით იმსჯელებენ. როგორც დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, მმართველი პარტიის კანდიდატი უკონკურენტოა. „კახა კალაძის კანდიდატურა დადგება პოლიტსაბჭოზე და ყველას მხრიდან არის კონსენსუსი. დღეს საღამოს უკვე კალაძის წარდგენა იქნება, როგორც ქალაქის მერობის კანდიდატის. მგონი, კახა კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს პარტიებიდან და კანდიდატებიდან. ძირითადი კონკურენტი იქნება ის საქმეები, რომლებიც უნდა გაკეთდეს ქალაქში და ვფიქრობ, რომ ეს ხედვა იქნება ძალიან ზუსტად ჩამოყალიბებული კახის მხრიდან და ის ღირსეულად გაიმარჯვებს“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. მერობის კანდიდატს ოფიციალურად პრემიერ-მინისტრი, ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი მთაწმინდის პარკში, 20:00 საათზე წარადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)