|
2017-06-30 19:39:53, 2325 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: პრეზიდენტისგან ვეტოს უპირობოდ ველოდებით
დარწმუნებული ვარ, კონსტიტუცია როგორც უნდა შევცვალოთ და მასში რა ცვლილებაც უნდა შევიტანოთ, მას პრეზიდენტი ვეტოს აუცილებლად დაადებს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები წარმატებული პროცესია, თუმცა პრეზიდენტი ვეტოს უპირობოდ გამოიყენებს. „ამ სესიის განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებები იყო, რომელიც ორი მოსმენით ძალიან წარმატებით მივიღეთ. ეს წარმატებული პროცესია, რომელიც ასევე წარმატებით გაგრძელდება და ლოგიკურად დასრულდება. ამ დოკუმენტს მესამე მოსმენით შემოდგომაზე მივიღებთ. დამატებითი კონსულტაციებისთვის მზად ვართ, რისი შეცვლაც არის შესაძლებელი მესამე მოსმენის ფარგლებში. ჩვენ ასეთი კონსულტაციებისთვის მზად ვართ. შეიძლება, დოკუმენტში ცვლილებები შევიდეს. ჩვენ კონსულტაციებისთვის ღია ვართ. საბოლოო ჯამში, კონსტიტუცია მიღებული შემოდგომაზე იქნება. ეს ის პირობაა, რომელიც დღესვე შეგვიძლია დავდოთ. დარწმუნებული ვარ, კონსტიტუცია როგორც უნდა შევცვალოთ და მასში რა ცვლილებაც უნდა შევიტანოთ, მას პრეზიდენტი ვეტოს აუცილებლად დაადებს. ეს მისი გაცხადებული ნებაა. საშემოდგომო სესიის განმავლობაში, ვეტოს უპირობოდ ველოდებით“, - აღნიშნა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)