|
2017-06-30 18:38:13, 2736 ნახვა
პოლიტიკა
კონგრესმენი ჯერი კონოლი: საქართველოში ჩამოყალიბებული დემოკრატია მეზობელი ქვეყნებისთვის მაგალითია
„საქართველოსთვის სასიხარულო ამბავია, რომ მას ბევრი მეგობარი ჰყავს აშშ-ის კონგრესში, არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ“,-ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის ინიციატივით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნების 25 წლიან მეგობრობასა და ურთიერთობას, ასევე მნიშვნელოვანი აღნიშვნის ღირსია საქართველოს დემოკრატია, ქვეყანა კვლავ განვითარების გზაზეა და მაგალითია მისი მეზობელი სახელმწიფოებისთვის"- აღნიშნა კონგრესმენმა. მან საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ამერიკის პოლიტიკურ წრეებში საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. „საქართველოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვეწვიე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ასამბლეა ნატო-ს არაწევრ ქვეყანაში, გაიმართა. ეს იყო გზავნილი თუ რამდენად ვაფასებთ ჩვენ - ნატოს წევრი ქვეყნები, საქართველოსთან ურთიერთობას და რომ ნატო საქართველოს ერთგული რჩება"-აღნიშნა კონგრესმენმა. ცნობისთვის, საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავთან დაკავშირებით წარმომადგენლობით პალატაში გამართული ღონისძიების ინიციატორი საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ტედ პო იყო. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე კონგრესმენი კონელის გარდა, სიტყვით წარსდგნენ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ტედ პო და აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)