20:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 15:04:39, 471 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ყიფიანი: ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაკისრებულ მოვალეობას გადაჭარბებით ასრულებდა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის შეფასებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაკისრებულ მოვალეობას გადაჭარბებით ასრულებდა.

როგორც ყიფიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, არანაირი კადრების ჩამოცილება არ ხდება და ეს თავად მინისტრის გადაწყვეტილებაა.

"ინფრასტრუქტურის სამინისტრო ძალიან კარგად ასრულებდა იმ მოვალეობას, რაც იყო მასზე დაკისრებული, გადაჭარბებითაც და დასანანია, დანაკლისია შავლიაშვილის გადადგომა. არანაირი კადრების ჩამოცილება არ ხდება, ეს არის გადაწყვეტილება თავად მინისტრის, მან უფრო კარგად იცის გადადგომის შესახებ. შავლიაშვილი ძალიან კარგი მინისტრი იყო, აღფრთოვანებული ვიყავი როგორც მისი ადამიანობით, ასევე მისი პროფესიონალიზმით. ფაქტებითაც ჩანს მის მიერ გაკეთებული საქმეები, რომელიც შეგიძლიათ გადაამოწმოთ",-განაცხადა ლევან ყიფიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით მიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება დავით შავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics