|
2017-06-30 12:44:33, 2219 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მიხეილ შვიდკოისთან არანაირი სამთავრობო შეხვედრები არ იგეგმება
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მიხეილ შვიდკოი საქართველოში პირადი ვიზიტით იმყოფება და მასთან არანაირი სამთავრობო შეხვედრები არ იგეგმება. „არანაირი სამთავრობო შეხვედრები არ იგეგმება. როგორც მოვისმინე, ეს ადამიანი არის საკუთარი, პირადი ვიზიტით ჩამოსული საქართველოში, ხოლო არის თუ არა რაიმე დარღვევა რეჟიმის- ეს შესაბამისი ორგანოების დასადგენია და საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და შესაბამისად, ყველა უწყება კანონის მიხედვით მოქმედებს. ამ შემთხვევაშიც იგივე ნაბიჯები გადაიდგმება“,-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ. შეგახსენებთ, მიხეილ შვიდკოის რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი აგვისტოს ომის დროს ეკავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)