|
2017-06-30 12:26:16, 2250 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე მაიკლ პენსის ვიზიტზე: ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში დაგეგმილ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მაიკლ პენსის ვიზიტი საქართველოსა და ამერიკას შორის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის, სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა. „ჩვენ პირველივე ეტაპზე ძალიან ახლო და კარგი კონტაქტი დავამყარეთ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, ასევე გვქონდა სიღრმისეული განხილვა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის და საქართველოში ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ასეთ მოკლე პერიოდში არის დასტური, რომ საქართველო და აშშ ერთად გააგრძელებენ სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებასა და გაღრმავებას. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ეს ვიზიტი იყოს მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, ასევე ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ეს ვიზიტი იმართება ესტონეთში, მონტენეგროსა და საქართველოში, რაც ხაზს უსვამს, რომ საქართველო იმ ქვეყნების რიგშია, რომელთანაც აშშ-ს განსაკუთრებულად სტრატეგიული და ახლო ურთიერთობები აქვს”,-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)