|
2017-06-30 10:33:40, 2165 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: მაიკ პენსის ვიზიტი, საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატულებაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატულებაა. კვირიკაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ახალ ადმინისტრაცასთან პირველივე დღიდან მაღალი დონის კონტაქტები დაამყარა: „ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მინდა გაცნობოთ. 31 ივლისს-1 აგვისტოს, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ პენსის ვიზიტი შედგება საქართველოში. სულ ცოტა ხნის წინ ვიყავით ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებლ შტატებში, სადაც შედგა ჩვენი შეხვედრა და ამ შეხვედრის დროს მე მოვიწვიე ბატონი ვიცე პრეზიდენტი საქართველოში. ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთ მოკლე პერიოდში, შედგება ვიზიტი. ეს რა თქმა უნდა არის გამოხატულება აშშ-ის მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ. ძალიან სასიხარულოა, რომ ახალი ადმინისტრაცასთან პირველივე დღიდანვე ჩვენ მოვახერხეთ და დავამყარეთ ყველაზე მაღალი დონის კონტაქტები. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ სამ ქვეყანას შორის, რომელიც ვიცე პრეზიდენტმა აირჩია ვიზიტისთვის, არის საქართველოც, როგორც უმნიშვნელოვანესი პარტნიორი შეერთებული შტატების“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)