20:56 - 22 Jul, 2026
|
2017-06-29 23:25:34, 3537 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი საქართველოს ეწვევა
საქრთველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი საქართველოს ეწვევა. „მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი საქართველოს ეწვევა! ვიცე-პრეზიდენტი შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და სხვებს. ასევე, მოინახულებს ამერიკელ და ქართველ სამხედროებს, რომლებიც მონაწილეობენ „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში“, - ნათქვამია განცხადებაში. ინფორმაცია ასევე განთავსებულია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომლის თანახმად, პენსი ესტონეთს, საქართველოსა და მონტენეგროს 29 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ეწვევა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)