|
2017-06-29 20:39:44, 2154 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის პლენარული სხდომა ჩაიშალა - „ჩაქუჩის დარტყმის არავითარი სურვილი და ხასიათი არ მაქვს“
პარლამენტის პლენარული სხდომა ჩაიშალა. მანამდე სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. სხდომის ჩაშლა გამოიწვია დეპუტატის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებამ, რომ სესიაზე რეგისტრაცია 87 დეპუტატმა გაიარა, სხდომას კი, 71 დეპუტატი დაესწრო. პალრამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე კენჭისყრა აღარ ჩატარდება. „მართალი გითხრათ არ მოველოდი. ეჭვი, რომ რამდენიმე დეპუტატი აკლია, დადასტურდა. არამგონია საჭირო იყოს, დამატებითი რეგისტრაციის ჩატარება. დარბაზში ხალხის დიდი რაოდენობა არ ნიშნავს იმას, რომ დეპუტატებმა სხდომა უნდა დატოვონ, იმ იმედად, რომ კოლეგები დარბაზში არიან. მოვილაპარაკეთ და ვფიქრობთ, რომ საპროცედურო კომიტეტმა უფრო ღრმად უნდა ჩაიხედოს ამ საკითხებთან დაკავშირებით. კენჭისყრები ხვალ გაგრძელდება. 12 საათისთვის ყველას გთხოვთ იყოთ სხდომათა დარბაზში. სხდომას დახურულად ვაცხადებ, ჩაქუჩის დარყმის გარეშე, რადგან ამის არანაირი სურვილი და ხასიათი არ მაქვს", - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, დღეს კანონში შესატან რამდნეიმე ცვლილებას კენჭი ეყარა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)