|
2017-06-29 15:27:29, 2919 ნახვა
პოლიტიკა
ჯანი ბუკიკიო: ყოველ საათში უფრო მეტად მიცრუვდება იმედი, კრიზისში ხართ
ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ყოველ საათში უფრო მიცრუვდება იმედი“, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ჯანი ბუკიკიომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბუკიკიომ აღნიშნა, პროცესი დაბლოკილია, რადგან არ არსებობს კონსენსუსი ცვლილებების სამუშაო დოკუმენტზე. "უნდა იყოს დიალოგი, ადამიანებმა ერთად უნდა ისაუბრონ, რომ გამოსავალი მოძებნონ. ძალიან იმედგაცრუებული ვარ და ყოველ საათში უფრო მიცრუვდება იმედი. მჯერა ქართული პოლიტიკური კლასის სიძლიერის, რომ ისინი გადადგამენ ნაბიჯს წინ, უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის. დღეს, როგორც ვთქვი, კრიზისში ხართ", - განაცხადა ბუკიკიომ. ბუკიკიო მხარეებს სთავაზობს, ყველა შესაძლებელი კომპრომისი გააკეთონ იმისთვის, რომ კონსენსუსი მიიღონ და ახალი ტექსტი ლეგიტიმურ კონსტიტუციად აქციონ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)