19:56 - 22 Jul, 2026
|
2017-06-28 20:06:10, 2877 ნახვა
პოლიტიკა
ჯანი ბუკიკიო: პროპორციული სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადავადებით იმედგაცრუებული ვარ
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საქართველოში პროპორციული სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადავადებით იმედგაცრუებულია. ამის შესახებ ბუკიკიომ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიუხედავად, ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. „ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ეს პროცესი იყო ძალზე პროგრესული. პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება შეთანხმებული იყვნენ, რომ წინ წასულიყვნენ და ჩვენი მოკრძალებული რჩევითა და დახმარებით კარგი საქმე გავაკეთეთ. ახლა, ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ იმედს ვიტოვებ და ვიწვევ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ვიპოვოთ კარგი, კომპრომისული გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ბუკიკიომ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)