19:55 - 22 Jul, 2026
|
2017-06-28 20:15:46, 2436 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ჯანი ბუკიკიო ეწვია
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ბათუმშია. მასთან ერთად ბათუმს 40-ზე მეტი ქვეყნის 200-მდე სტუმარი ეწვია, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები და თავმჯდომარეები. ცნობისთვის, პირველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მეჩვიდმეტე კონგრესს 28 ივნისიდან - 1 ივლისის ჩათვლით ბათუმში უმასპინძლებს. კონგრესის საზეიმო გახსნის ცერემონია ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება. ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო და სხვა მაღალი რანგის სტუმრები გამოვლენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)