|
2017-06-28 12:05:45, 2070 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ ლილუაშვილი აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას არ გამორიცხავს
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა გამორიცხული არ არის. ლილუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი სპეცსამსახურები ჟურნალისტის გატაცებაში არ მონაწილეობდნენ, ქართულმა მხარემ საქმე უნდა გამოიძიოს. „საბოლოო ჯამში, თუკი საზოგადოებრივი ინტერესი დაკმაყოფილებული არ იქნება, ამას ვერ ავცდებით. კომისიის შექმნის წინააღმდეგი გუნდში არავინ არ არის, უბრალოდ, საუბარი იყო, გამოძიებისთვის საშუალება მიგვეცა, რათა ეს საქმე მაქსიმალურად გამოეძიებიათ და საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ. არ გამოვრიცხავ, რომ ამას მხარი დავუჭიროთ. გასაგებია, რომ ქართული სპეცსამსახურები ამაში არ მონაწილეობდნენ, თუმცა, გამოსაძიებელია, ვინ მონაწილეობდა და ჩვენი სპეცსამსახურების გვერდის ავლით, ჩვენს ტერიტორიაზე ვინ მოქმედებდა. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)