|
2017-06-27 18:10:36, 2207 ნახვა
პოლიტიკა
ძიძიგური: პარტიებს მეტი დრო ექნებათ, ფსიქოლოგიურად და მორალურად წინასაარჩევნო კამპანიისთვის მოემზადონ
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის შეფასებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნების ოქტომბრის მესამე კვირაში ჩატარებასთან დაკავშირებით, სწორი ნაბიჯია. როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, არჩევნებისთვის მოსამზადებლად პარტიებს საკმაო დრო ექნებათ. მისივე განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვალდებული არ არის, კონკრეტული თარიღის დასახელების საკითხზე პარლამენტთან იმსჯელოს. დეპუტატმა აღნიშნა, რომ საკითხი მთავრობასთან მოლაპარაკებით წყდება. „ვფიქრობ, არაფერი მოულოდნელი არ არის რა თარიღიც გამოაცხადა ბატონმა პრეზიდენტმა, ოქტომბრის მესამე კვირის ბოლო. ეს არის ძალიან სწორი, იმიტომ, რომ პარტიებს მეტი დრო ექნებათ, მოემზადონ წინასაარჩევნო კამპანიისთვის ფსიქოლოგიურად და მორალურად“, - განაცხადა ძიძიგურმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნების სავარაუდო თარიღი დაასახელა. შესაბამის აქტს არჩევნების დანიშვნის შესახებ გიორგი მარგველაშვილი არჩევნებამდე 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს გამოსცემს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)