19:55 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 15:00:32, 2165 ნახვა

პოლიტიკა
მიშველაძე: საზოგადოებაში არის განცდა, რომ ნარკოპოლიტიკას რეპრესიული მექანიზმისთვის იყენებენ

საზოგადოებაში არის განცდა, რომ ნარკოპოლიტიკას იყენებენ რეპრესიული მექანიზმისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მიხეილ თათარაშვილის საქმეს ეხებოდა.

მიშველაძის განმარტებით, ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონმდებლობის ლიბერალიზაციას მიესალმებიან. თუმცა, მისივე თქმით, ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონმდებლობის ლიბერალიზაციის შესახებ საუბრისას რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელია:

"პირველ რიგში, როგორ განვიხილავთ ჩვენ ნარკომომხმარებლებს - ესენი არიან დამნაშავეები, თუ მათ სჭირდებათ დახმარება. უნდა გავითვალისწინოთ ის განცდა, რაც არის საზოგადოებაში, რომ ზოგადად ნარკოპოლიტიკას იყენებენ რეპრესიული მექანიზმისთვის და საზოგადოებაში არის ასეთი განცდა გავრცელებული. მნიშვნელოვანია მესამე ფაქტორიც, რომ ნარკომომხმარებლებთან მიმართებაში კანონმდებლობა უნდა იყოს ლიბერალური, თუმცა არა ნარკოდილერებთან მიმართებაში",-აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის შვილის მეგობარი მიხეილ თათარაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics