|
2017-06-23 15:13:12, 2158 ნახვა
პოლიტიკა
დავით სერგეენკო აშშ-ის სენატორ რიჩარდ ლუგარს შეხვდა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ რიჩარდ ლუგარს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში აშშ–საქართველოს პარტნიორული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა ყურადღება მიაპყრო თბილისში მოქმედი ლუგარის ცენტრის მნიშვნელობას. „საქართველო არის ლიდერი აღმოსავლეთ ევროპაში, საფრთხეების დეტექციის კომპონენტში. ლაბორატორია გვაძლევს დიდ უპირატესობას დაზუსტებულად ვიცოდეთ საფრთხეების წარმომავლობის შესახებ“. ვაშინგტონში ვიზიტამდე, ჯანდაცვის მინისტრი ატლანტაში სიტყვით გამოვიდა დაავადებების ერადიკაციის საერთაშორისო მიზნობრივი ჯგუფის 26-ე შეხვედრაზე. დავით სერგეენკომ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით განხორციელებულ პროგრესზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) მოინახულა. ასევე ორმხრივი შეხვედრა გაიმართა ცენტრის დირექტორთან - ანა შუჩატთან და ცენტრის სხვა ხელნძღვანელ პირებთან. საუბრის მთავარი თემა საქართველოში C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით დაგეგმილი და უკვე განხორციელებული ღონისძიებები იყო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)