|
2017-06-22 09:43:28, 2136 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თალკვაძე: ისინი დაბრუნდებიან მალე, თუ არ დაბრუნდებიან, პარლამენტში ოპოზიციის ადგილებს სხვა პარტიები დაიკავებენ
ისინი დაბრუნდებიან მალე, თუ არ დაბრუნდებიან, პარლამენტში ოპოზიციის ადგილებს სხვა პოლიტიკური პარტიები დაიკავებენ, მაშინ, როცა შემდეგი არჩევნები ჩატარდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. თალაკვაძეს შეფასებით, ოპოზიციას დაავიწყდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვების დროს, მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მაჟორიტარული სისტემის დატოვებას მხარს უჭერდა და მიწის საკითხების დარეგულირებას ითხოვდა. „მათ ასევე არ სურთ, გაითავისონ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იმ ცვლილებებს მხარს უჭერს, რომელიც ახალი კონსტიტუციის სახით შევთავაზეთ და ეს პირველ რიგში გარანტიებია, რომელიც ახალ კონსტიტუციაშია ჩადებული და რომელიც ადამიანის უფლებებს, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას და ფიზიკური ხელშეუხებლობის გაძლიერებას ეხება. ჩვენთვის კონსენსუსი იმას არ ნიშნავს, რომ ისეთი რამ გავითვალისწინოთ, რაც ხალხისთვის მიუღებელია, რომელსაც შევხვდით და ეწინააღმდეგება იმას, რისთვისაც ამ ცვლილებებს ვახორციელებთ“, - განაცხადა თალაკვაძემ. საპარლამენტო ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ბოიკოტი გამოუცხადა. მათ შორის არიან უმცირესობა, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ნაციონალური მოძრაობა“.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)