|
2017-06-20 17:49:33, 3051 ნახვა
Lifestyle
არქიმანდრიტი ბართლომე: ადამიანები, რომლებიც ცუდს უსურვებთ ბიძინა ივანიშვილს, ხელ მოცარული კუდიანები ხართ
„ადამიანები რომლებიც ცუდს უსურვებთ ბიძინას და ვენოკებით დადიხართ ხელ მოცარული კუდიანები ხართ“, - ამის შესახებ არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს გუშინ, ჭორვილაში შეხვდა და ის თავს ძალიან კარგად გრძნობს. „იძულებული ვარ დავწერო. გუშინ გახლდით საჩხერეში, კერძოდ ჭორვილაში ციცინო ბებოს მოსანახულებლად, ბატონი ბიძინაც იქ გახლდათ. ერთად ვისადილეთ, ჯანმრთელია და არაჩვეულებრივად გამოიყურება მტრების ჯინაზე. მინდა სულით ავადმყოფებს და პოტენციურ მკვლელებს ვუთხრა, დაწყნარდით საკუთარ ჯანმრთელობაზე იფიქრეთ. ადამიანები რომლებიც ცუდს უსურვებთ ბიძინას და ვენოკებით დადიხართ ხელ მოცარული კუდიანები ხართ. უფალმა მოგკითხოთ და მოგაგოთ თქვენი სიმართლისამებრ“, - წერს არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალიშვილი. ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იგი სამკურნალოდ გერმანიაში იმყოფება. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)