|
2017-06-16 17:32:21, 1869 ნახვა
საზოგადოება
არგენტინის მორაგბეთა ნაკრების წევრები დევნილ და ლტოლვილ ბავშვებს შეხვდნენ
არგენტინის მორაგბეთა ნაკრების წევრები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისში აფხაზეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან დევნილ და სირიიდან, უკრაინასა და ერაყიდან ლტოლვილ ბავშვებს შეხვდნენ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი იოჰანეს ფან დერ კლაუ დაესწრნენ. უწყების ინფორმაციით, მორაგბეები ბავშვებს ცხოვრების ჯანსაღ წესზე ესაუბრნენ და სამახსოვრო სუვენირები გადასცეს. შეხვედრის შემდეგ, დევნილი და ლტოლვილი ბავშვები, მინისტრთან ერთად, არგენტინის ნაკრების ვარჯიშს დაესწრნენ. ღონისძიება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა (UNHCR) და რაგბის კავშირის ორგანიზებით გაიმართა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)