|
2017-06-16 16:16:10, 1775 ნახვა
საზოგადოება
ადვოკატი: მუხთარლის გატაცების ადგილიდან ვიდეომასალები გამოძიებას არ გააჩნია
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი თბილისისი პოლიციის სამმართველოში სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ იმ ვიდეომასალას გაეცნო, სადაც, ადვოკატის ინფორმაციით, ბარათაშვილის ქუჩაზე მყოფი მუხთარლი ჩანს. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ვიდეოში მისი დაცვის ქვეშ მყოფი N4 სამარშრუტო ტაქსიში ჯდება. ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, ვიდეომასალა ჟურნალისტის ნაამბობს ადასტურებს, თუმცა არ ფიქსირდება, რა დროს და სად ჩამოვიდა ის ტრანსპორტიდან. „არის აუცილებლობა, რომ შსს-მ მთელი გზის პერიმეტრზე არსებული კამერების ჩანაწერები ამოიღოს, რითაც გამოძიება ზუსტი დროის დადგენას შეძლებდა, რა დროს ჩამოვიდა ტრანსპორტიდან აფგან მუხთარლი და შესაბამისად, როდის გაიტაცეს ის. გატაცების ადგილიდან ამოღებული ვიდეომასალა გახდებოდა იმის წინაპირობა, რომ მომხდარიყო გამტაცებელთა და მათი ავტომანქანის იდენტიფიცირება, თუმცა, სამწუხაროა, რომ დღემდე ეს ვიდეომასალა არ არის ამოღებული“, - განაცხადა ჩოფიკაშვილმა. მისივე განმარტებით, გამოძიებამ მხოლოდ ყოფილი კოლმეურნეობის მოედნის ტერიტორიაზე განთავსებული კამერების ჩანაწერები ამოიღო, სხვა ვიდეომასალები კი, საქმეში არ არსებობს. „გატაცების ადგილიდან ვიდეომასალები გამოძიებას არ გააჩნია. უფრო მეტიც, შემთხვევის ადგილი დათვალიერებულიც კი არ არის. ყველა ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ მიმდინარეობს გამოძიება იმისთვის, რომ არ ჩატარდეს გამოძიება“, - აღნიშნა უფლებადამცველმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)