00:04 - 23 Jul, 2026
|
2017-06-16 14:48:17, 1606 ნახვა
საზოგადოება
წეროვანში გაერთიანებული სამეფოს არმიის ბენდის კონცერტი გაიმართა
წეროვანში, დევნილთა დასახლებაში იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერად გაერთიანებული სამეფოს არმიის ბენდის “The Salamanca Band and Bugles of The Rifles“-ის კონცერტი გაიმართა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი იოჰანეს ფან დერ კლაუ დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული სპეციალური რეზოლუციით, 2001 წლიდან, ყოველი წლის 20 ივნისს ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)