|
2017-06-16 12:24:13, 2135 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი დაზღვევა „ოუფენ ეარის“ ყველა მსმენელს დააზღვევს
თიბისი დაზღვევა Tbilisi Open Air-ის პარტნიორია. შედეგად, წელს ფესტივალის დღეებში მისი ყველა მსმენელი დაზღვეული იქნება. კერძოდ, თიბისი დაზღვევა სამი დღის განმავლობაში ყველა იმ ადამიანს დააზღვევს, რომელიც ფესტივალს დაესწრება. დაზღვევა ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როგორებიცაა: ხანძარი, აფეთქება (მათ შორის ბოლით ან/და ორთქლით მიყენებული ზიანი), სტიქიური მოვლენები, საგნების დაცემა, სატრანსპორტო საშუალებების შეჯახება, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი... ყველა შემთხვევისას „ოუფენ ეარი" პასუხისმგებლობას თვითონ იღებს. მის პასუხისმგებლობას კი თიბისი დაზღვევა აზღვევს. „Tbilisi Open Air" წელს მე-9 სეზონს ატარებს. 16-დან 18 ივნისის ჩათვლით „ლისი ვანდერლენდის" ღია სივრცეებს ერთგულ მსმენელთან და გართობის მოყვარულებთან ერთად, ისეთი ჯგუფები და შემსრულებლები შეავსებენ, როგორებიც არიან „ანათემა", „ლენინგრადი", „არქაივი", სევდალიზა და სხვები.
(R)
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)