15:48 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 09:12:07, 2174 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი დღეს ცენტრისტული მიმართულების ახალი პოლიტიკური ძალის პრეზენტაციას გამართავს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს ცენტრისტული მიმართულების ახალი  პოლიტიკური  ძალის პრეზენტაციას  გამართავს.

როგორც ცნობილია, პარლამენტის ყოფილი სპიკერის ცენტრისტული მიმართულების ახალ პოლიტიკურ ძალას „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლები უერთდებიან. 

ეროვნული ფორუმის ყოფილი წევრის სოსო ვახტანგაშვილის განცხადებით, „ეროვნული ფორუმის“ წევრს შეუძლია, როგორც პარტიაში იყოს, ასევე ამა თუ იმ მოძრაობას შეუერთდეს.  

„ეროვნული ფორუმის“ შემადგენლობიდან უსუფაშვილის მოძრაობაში წარმოდგენილნი იქნებიან - კახა შარტავა, სოსო ვახტანგიშვილი, რეზო შავიშვილი და ანი მიროტაძე. 

ასევე, როგორც ცნობილია,  უსუფაშვილის პოლიტიკურ გუნდში მოჭადრაკე ნინო გურიელიც იქნება. 

გარდა ამისა, ახალ პოლიტიკურ ძალას თბილისის მერობის კანდიდატიც ეყოლება, რომელსაც ივლისში დაასახელებს. 

ინფორმაციას „საზოგადოებრივი“ ავრცელებს.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics