19:00 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 19:54:21, 2065 ნახვა

კომენტარი
იან კელი: დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა აფგან მუხთარლის საქმეს სერიოზულად ეკიდება

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს სერიოზულად ეკიდება.

კელის შეფასებით, აღნიშნული საქმე ძალიან სერიოზულია. 

"ვფიქრობ, ჩემი პოზიცია ამ საკითხზე ნათელი იყო. ვხედავთ, ეს არის ძალიან სერიოზული ინციდენტი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან და ნათლად გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ ეს საქმე უნდა იქნას სრულყოფილად გამოძიებული. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ ბატონი მუხთარლის სათანადოდ მოეპყრობიან და ვიმედოვნებ, საქმე სამართლიანად დასრულდება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა სერიოზულად ეკიდება ამ საქმეს. ჩვენ გვჯერა მთავრობის, პრემიერ-მინისტრის, რომელმაც თქვა, რომ მუხთარლის საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ. ნებისმიერი კომენტარისგან გამოძიების დასრულებამდე თავი უნდა შევიკავოთ", - განაცხადა ელჩმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics