|
2017-06-14 15:38:34, 2129 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის მხრიდან ვენეციის კომისიის პლენარულ სესიაში ანა დოლიძე მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, 16 ივნისს, ვენეციის კომისიის პლენარულ სესიაში მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი და უფლებამოსილი პირი, ვენეციის კომისიის წევრებს შეხვდება და კომისიის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის პოზიციას პირადად წარადგენს. "როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მივემგზავრები ვენეციაში, ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე დასასწრებად და პრეზიდენტის პოზიციის წარსადგენად. ასევე იმისათვის, რომ შევხვდე ვენეციის კომისიის წევრებს და გავაცნო მათ ჩვენი პოზიცია, რომელიც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს და განსაკუთრებით, არის თუ არა ცვლილებებში გამოხატული ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ფასეულობა, გაწონასწორების მექანიზმები, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და დაცულობის მნიშვნელობა და ინტერესი, და ყველა ის თემა, რაზეც პრეზიდენტი და ჩვენ ვამახვილებდით ყურადღებას",- აღნიშნა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)