23:38 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 15:58:15, 781 ნახვა

რეგიონი
გურჯაანის და სიღნაღის რაიონებში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ  12 ივნისს სიღნაღის და გურჯაანის რაიონებში  965 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიშ ღრუბლის მასებზე აქტიური ზემოქმედება მოახდინა.

„დელტას“ ინფორმაციით, ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო, შეზღუდვების პირობებში 60 ერთეულამდე რაკეტა იქნა გასროლილი.

ღრუბლის მასები კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან შემოვიდა და მას ადგილზე დაემატა შიდამასიური ღრუბელიც.  კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 20 მმ იყო. 16:57 საათიდან 18:18  საათამდე 60-მდე რაკეტით 18 სეტყვასაშიში ღრუბლის კერა დამუშავდა.

აქტიური ზემოქმედების შედეგად ატმოსფერული პროცესების მაქსიმალურად განეიტრალება მოხერხდა,  ნალექის დიდი ნაწილი ორივე რაიონში უმეტესად ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა. წვრილი სეტყვის მარცვლების მოსვლა აღინიშნა მხოლოდ სიღნაღის რაიონში, კერძოდ სოფლებში - ვაქირის, მაშრაანის და საქობოს ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ სოფელი საქობო მდებარეობს სროლისთვის აკრძალულ ზონაში.  

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics