|
2017-06-12 16:54:41, 1910 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის თასზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ
გასულ უქმეებზე, „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფარგლებში, თბილისის მერიის თასის ¼ ეტაპის მატჩები გაიმართა. შეხვედრები ტრადიციულად დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რაზეც ისიც მეტყველებს რომ ოთხიდან სამ შეხვედრაში გამარჯვებული თერთმეტმეტრიანების დარტმყებით გამოვლინდა. პირველ დაპირისპირებაში „დადიანი“ დაწინაურდა „დიდუბესთან“ და ტაიმი მათივე გამარჯვებით დასრულდა 1:0. მეორე ნახევარში დიდუბე უკეთ გამოიყურებოდა და მოახერხა კიდეც გათანაბრება 1:1. შეხვედრაც ასე დასრულდა. თერთმეტმეტრიანების სერიაში ბრწყინვალედ გაისარჯა დიდუბის მეკარე გიორგი ცხვედიანი და სამი პენალტის მოგერიება შეძლო. 3 : 2 და დიდუბე შემდეგ ეტაპზეა. მეორე შეხვედრაში „ნახალოვკა“ დაუპირისპირდა „ტტცს“. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა უგოლო ფრით დასრულდა და აქაც თერთმეტმეტრიანების სერია გახდა საჭირო. აქ, უკეთ „ნახალოვკას“ მეკარე ბაკურ საჯაია გამოიყურებოდა და ერთი პენალტის აღება გახდა საკმარისი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. 6:5 - ნახალოვკა ნახევარფინალშია. მესამე შეხვედრაში „უქიმერიონი“ – „ თ.ს. სასამართლო“ ანგარიში 2: 2 დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი თავიანთ ლიგას ლიდერობს - უქიმერიონი - უმაღლესს, ხოლო სასამართლო - პირველ ლიგას. პენალტების სერიაში იღბალი სასამართლოს მხარეს აღმოჩნდა (12 : 13) და ნახევარფინალის საგზურიც მათ დარჩათ. ბოლო შეხვედრაში მარტივად იმარჯვა წყვილის ფავორიტმა „35-ე თბილისმა“ –„ბასკთან“ 8:0 და შემდეგ ეტპზე გავიდა. თბილისის მერიის თასის ნახევარფინალური მატჩები 1-2 ივლისს გაიმართება. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“, ინტერნეტ პორტალები: „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“. თბილისის ლიგის მხარდამჭერია თბილისის მერია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)