17:30 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 16:09:18, 2437 ნახვა

სამართალი კომენტარი
Birja Mafia-ს წევრი: ბერასთან შეხება მქონდა, ერთხელ ვართ შეხვედრილი

მუსიკალურ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრის, გიორგი ქებურიას განცხადებით, ნარკოტიკული საშუალების ფიზიკურად ჯიბეში ჩადება არ მომხდარა, არამედ აღნიშნული საბუთებში გააფორმეს.

როგორც ქებურიამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მან ბრალი აღიარა, ვინაიდან მასზე სამართალდამცველების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

„სამართალდამცველების სახელი და გვარები არ ვიცი, თავი არ წარმიდგინეს, მაგრამ ვფიქრობ, შემიძლია მათი ამოცნობა“,-ამბობს ქებურია და დასძენს, რომ დაკავებისას კლიპზე იყო საუბარი, რომელმაც მისივე განმარტებით, პოლიციის გაღიზიანება გამოიწვია, ვინაიდან კლიპში პოლიცია გაშარჟებული იყო.

„როგორც ვიცი, ამ კლიპმა პოლიცია გააღიზიანა, რადგან პოლიცია გაშარჟებული იყო და ჩვენ უნდა დავსჯილიყავით სამაგალითოდ, რათა მსგავსი ქმედება ვინმეს მხრიდან არ განმეორებულიყო“,-განაცხადა ქებურიამ.

ამასთან, ის აღნიშნავს, რომ პოლიციის მხრიდან  „აჭარა ნეტში“ განხორციელდა ზარი, კომპანიამ კი, მათ ამის თაობაზე შეატყობინა.

ქებურია განმარტავს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეს კლიპის დაბლარვა.

ამასთან, იგი აცხადებს, რომ ბერა ივანიშვილთან შეხება ჰქონია და მას და მთელ საზოგადოებას გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.

„მე და ბერა ერთხელ ვართ შეხვედრილი“,-დასძინა  გიორგი ქებურიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics