21:15 - 22 Jul, 2026
|
2017-06-11 14:45:12, 1975 ნახვა
საზოგადოება
თრუსოს ხეობაში მყოფი სტუდენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
თრუსოს ხეობაში მყოფი სტუდენტები თავს კარგად გრძნობენ და უსაფრთხოდ არიან. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, სტუდენტების სანახავად პოლიცია ადგილზე იმყოფებოდა. „სტუდენტები ადგილზე არიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექსკურსიაზე მყოფი სტუდენტების ახლობლებმა მათთან დაკავშირება ვერ შეძლეს და სწორედ ეს გახდა განგაშის მიზეზი. ხეობაში ცუდი კავშირგაბმულობაა და ამიტომ ვერ მოხერხდა მათთან დაკავშირება. პოლიცია ადგილზე მივიდა. სტუდენტები თავს კარგად გრძნობენ და მათ სიცოხლეს საფრთხე არ ემუქრება. სტუდენტები არ დაკარგულონ“,-აცხადებენ შსს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)