|
2017-06-11 00:35:53, 1941 ნახვა
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: ვერეს ხეობაში წყლის დონე დაფიქსირდა 128 სმ, რაც ამ ეტაპზე საფრთხეს არ წარმოადგენს
10 ივნისს, მდინარე ვერეს ხეობაში, სვანიძის ქუჩაზე 40წთ-ში 34-მმ ნალექი მოვიდა. 21:00 სთ-ზე წყლის დონე დაფიქსირდა 128 სმ, რაც ამ ეტაპზე საფრთხეს არ წარმოადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „აქვე განვმარტავთ, რომ წყლის დონის საგანგაშო ნიშნული 170სმ-ია. თბილისში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა, რომელმაც საავტომობილო გზის მონაკვეთი, არსებული ინფრასტრუქტურა და გაზსადენი მილი დააზიანა. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფმა ოპერატიულად შეაფასა არსებული მდგომარეობა, პრევენციის მიზნით, ადგილზე გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. სპეციალისტების რეკომენდაციით ამჟამად წყნეთი-ახალდაბის მიმართულებით მოძრაობა ორმხრივად აიკრძალა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტების აღნიშნულ ტერიტორიას სწავლობენ და ამის შემდეგ გაატარებენ შესაბამის ღონისძიებებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)