20:55 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-11 00:16:18, 1677 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერი დედაქალაქში ძლიერი ნალექის გამო შექმნილ ვითარებას გაეცნო

დავით ნარმანია მოადგილეებთან, საბურთალოს რაიონის გამგებელთან და "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელთან ერთად დედაქალაქის მასშტაბით, ყველა პრობლემურ ადგილზე იმყოფებოდა. 

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ახალდაბის გზაზე ჩამოვიდა მცირე მეწყერი, თუმცა ტექნიკამ იმუშავა და გზის ეს მონაკვეთი გაიწმინდა. 

“დროებით ჩაკეტილია გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა, რაც საპატრულო პოლიციამ პრევენციის მიზნით ჩაკეტა, თუმცა მე ახლა გამოვიარე ეს გზა გმირთა მოედნიდან თამარაშვილამდე და სიმშვიდეა, წყლის დონე მნიშვნელოვნად მომატებული არ არის. ამ ეტაპისთვის,  იმ ნაწილებისთვის ვმუშაობთ, სადაც გაწმენდითი სამუშაოებია საჭიროა. ინციდენტი, ან მსხვერპლი, საბედნიეროდ, არ გვაქვს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

ძლიერი წვიმის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. 

"თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები გაწმენდით სამუშაოებს დედაქალაქის მასშტაბით ახორციელებენ და გზებიდან წვიმისაგან ჩამოტანილი ნაშალი მასალის გატანა მიმდინარეობს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics