19:56 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 13:50:19, 1753 ნახვა

საზოგადოება
იანვრიდან მაისის ჩათვლით, საწარმოო პროცესი კვების 46 ობიექტს შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, სააგენტოს ინსპექტორებმა 3687 ინსპექტირება განახორციელეს, მათ შორის 810 - საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, რომელთაგანაც საწარმოო პროცესი ან საქმიანობა 46-ს შეუჩერდა. 

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს.

"მოწმდება რესტორნებისა და კაფე-ბარების, ასევე მათი სამზარეულოების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, პროდუქტის შენახვისა და რეალიზაციის პირობები, სურსათის ეტიკეტირება და ტემპერატურული რეჟიმი. 

სააგენტო თანამშრომლობს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რათა ტურისტულად დატვირთულ ადგილებში მაქსიმალურად იყოს დაცული ადგილობრივი მომხმარებლისა და ჩამოსული სტუმრების ინტერესი", - ნათქვამია განცხადებაში. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მიზნად ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას ისახავს. 

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს მოუწოდებს, სურსათთან დაკავშირებული დარღვევის შემთხვევაში დარეკოს ცხელი ხაზის ნომერზე - 15-01.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics