|
2017-06-09 18:33:54, 1730 ნახვა
საზოგადოება
სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა იმერეთის რეგიონის სოფლებში ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონის სოფლებში ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამეცნიერო-კველევითი ცენტრის მებაღეობა-მევენახეობის, ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების კვლევის, მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების კვლევის და მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების სამსახურის სპეციალისტებმა ფერმერების ნაკვეთები, ვენახები და ფერმები დაათვალიერეს. უწყების ინფორმაციით, ისინი ადგილზე გაეცნენ მათ პრობლემებს და გადაჭრის გზებზე მიაწოდეს ინფორმაცია. პროექტი „მობილური ექსტენცია“ უკვე ორი წელია მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში სპეციალისტებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოიარეს და ათასობით ფერმერს დაეხმარნენ. 2017 წლის პირველ ნახევარში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, პროექტის „მობილური ექსტენცია“ფარგლებში, მცხეთა მთიანეთის - 14, ქვემო ქართლის - 27, შიდა ქართლის - 16 და კახეთის 22 სოფლის 3000-მდე ფერმერს საკონსულტაციო მომსახურება გაუწიეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)