16:06 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 14:06:05, 2259 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: იმედია, ვინმე არ იეჭვებს, რომ კობახიძემ ვენეციის კომისიის დასკვნა მედიას მიაწოდა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაზის განცხადებით, იმ ეტაპისთვის, როცა ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა მედია საშუალებაში მოხვდა, ის მხოლოდ პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან იყო.

მდინარაძემ იმედი გამოთქვა, რომ არავის გაუჩნდება ეჭვი, თითქოს დოკუმენტი მედიას პარლამენტის თავმჯდომარემ მიაწოდა. 

"იმ ეტაპისთვის, როცა ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა მედია საშუალებაში მოხვდა, როგორც ვიცი, მხოლოდ პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან იყო და იმედია, ვინმე არ იეჭვებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დოკუმენტი "ტაბულას" მიაწოდა. ეს წინასწარი, სამუშაო დოკუმენტია, რომელიც შესაბამისს პირებთან შენიშვნებისთვის იგზავნება და აუცილებელი არ არის, რომ ის გავრცელდეს. ვენეციის კომისია იმას ხისტად უდგება, რომ ეს დოკუმენტი არ არის საჯარო", - აღნიშნა მდინარაძემ. 

ამასთან, მდინარაზემ არ დააკონკრეტა არის თუ არა პრეზიდენტი დოკუმენტის გამავრცელებელი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics