|
2017-06-09 12:11:48, 1805 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს უწყების ახალი ხელმძღვანელი ლევან გამყრელიძე წარუდგინა, რომელიც დღეიდან საგამოძიებო სამსახურს ჩაუდგება სათავეში. პირველმა ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ლევან გამყრელიძე კარგად იცნობს საგადასახადო კანონმდებლობას, გადასახადის გადამხდელთა ფსიქოლოგიას და აქვს ფინანსური დანაშაულის გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გამოცდილება. მისი თქმით, სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას აღნიშნული უწყების რეფორმირებისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების მიმართულებით. საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსის, ლევან გამყრელიძის განცხადებით, დაიწყება სამსახურის რეორგანიზაცია იმისათვის, რომ ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური, ხოლო სამსახური გაძლიერდეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)