|
2017-06-09 11:15:34, 1935 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ჭაბაშვილი, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულების და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, სამინისტროს პირველი ხარისხის მედლით ,,განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვა. შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილი ზურაბ ჭაბაშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. პოლიციის პოლკოვნიკი ზურაბ ჭაბაშვილი სამართალდამცავ სტრუქტურებში 23 წელია მუშაობს, 2014 წლიდან კი, შსს-ს ერთ-ერთ მნიშვნელოვან დანაყოფს - სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მაგისტრალური მილსადენების უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)