|
2017-06-09 10:32:28, 1914 ნახვა
საზოგადოება
მოკრივე მერაბ დვალიშვილი: სასამართლო დღეს გაიმართება, ავთოს სჭირდება აშშ-ში ლეგალურად მცხოვრები 4 პირის თავდებში ჩადგომა
ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები სპორტსმენი მერაბ დვალიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ნიუ-იორკში დაკავებულ მოკრივეებს ავთანდილ ხურციძესა და ლევან მაყაშვილს სასამართლოზე 4 თავდები პირი ესაჭიროებათ. როგორც დვალიშვილი აცხადებს, აუცილებელია ის ადამიანები, ვინც სპორტსმენებს თავდებში ჩაუდგებიან, აშშ-ში ლეგალურად ცხოვრობდნენ და სტაბილური სამსახური ჰქონდეთ. დვალიშვილის თქმით, სასამართლო სხდომა დღეს ნიუ-იორკის დროით 12:00 საათზე გაიმართება. „ვიდრე ყველაფერი გაირკვევა, საჭიროა ოთხი ადამიანი ჩაუდგეს თავდებში. კარგი იქნება, თუ გამოჩნდებიან ის ადმიანები, ვინც თავდებში ჩაუდგებიან სპორტსმენებს. ავთანდილ ხურციძეს დღეს უფასო ადვოკატი მოუყვანეს, თუმცა ხელი არ მოაწერა და ეყოლება თავისი დაქირავებული ადვოკატი. ბიჭები უდანაშაულოები არიან “,- აცხადებს მერაბ დვალიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)