|
2017-06-08 17:41:55, 1933 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია: ვენეციის კომისიამ იმ საკითხებზე გაამახვილა კრიტიკულად ყურადღება, რაც საზოგადოებას და პარტიებს აწუხებდა
,,ვენეციის კომისიამ როგორც მოსალოდნელი იყო სწორედ იმ საკითხებზე გაამახვილა ძალიან კრიტიკულად ყურადღება, რაც აწუხებდა ქართულ საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს’’,-ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერიას ვენეციის კომისიის დასკვნის პირველად დოკუმენტს. ,,სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ქართული დემოკრატიისთვის ბონუსის ე.წ. მუსოლინის სისტემის შემოღება და ამ ვითარებაში საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება. ერთ მხარეს არის ივანიშვილის გუნდი და მეორე მხარეს არის მტელი ქართული საზოგადოება და ვენეციის კომისია. ეს იმ პირობებში, როდესაც ქართულიოცნება უარს აცხადებს ხალხს ჰკითხოს და ჩაატაროს პლებისციტი როგორც ამას ჩვენ ევროპული საქართველო მათ ვთავაზობთ, რათა გადაწყდეს ეს ფუნდამენტური საკითხი,’’ - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ამავე თემაზე კობახიძის განცხადებით, წინასწარი დოკუმენტით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მმართველი გუნდის მიდგომებს შეესაბამება http://www.epn.ge/index.php?id=46875
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)