13:57 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 16:57:42, 2088 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ თეთრ სახლში შეხვედრები გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში თეთრ სახლში შეხვედრები გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს მდივანთან გენერალ მაკმასტერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებს და საქართველოს პროგრესს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

გენერალ მაკმასტერის მხრიდან განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში.

მიხეილ ჯანელიძემ თეთრ სახლში ასევე, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილესთან რიკ ვედელტან გამართა შეხვედრა.

აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა  ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული თავდაცვისა და უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics