23:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 14:02:18, 2939 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში დაკავებულ ქართველებს შორის, შესაძლოა, ცნობილი სპორტსმენებიც იყვნენ

ნიუ-იორკში დაკავებულ ქართველებს შორის, რომლებიც  აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან, შესაძლოა ცნობილი სპორტსმენებიც იყვნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ დაკავებულთა სია გამოაქვეყნა. სიის თანახმად, დაკავებულებს შორის არიან ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი, თუმცა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის, საუბარია თუ არა ქართველ სპორტსმენებზე.

ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატის UFC-ს მებრძოლია, ხოლო ავთანდილ ხურციძე მსოფლიო ბოქსის ორგანიზაციის WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიო ჩემპიონია.

მომხდართან დაკავშირებთ "ექსპრესნიუსი" საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ამ ეტაპისთვის ინფორმაციას არ ფლობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics