21:53 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 14:00:35, 2527 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში Amnesty International-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი დააკავეს

სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობის ბრალდებით, თურქეთში საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი ტანერ კილიჩი დააკავეს, - ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტანერ კილიჩთან ერთად, ორგანიზაციის თურქეთის წარმომადგენლობის კიდევ 22 თანამშრომელია დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 2016 წლის 16 ივლისს მოხდა, რის შედეგადაც 249 ადამიანი დაიღუპა, 2 ათასზე მეტი ადამიანი მძიმედ დაშავდა. აღნიშნულს მრავალი აქცია და დაკავებები მოჰყვა. თურქეთის ხელისუფლება მომხდარის ორგანიზებაში მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. ამჟამად გიულენი აშშ-ში ცხოვრობს, ხოლო ამერიკა მის ექსტრადირებაზე უარს აცხადებს. თავად გიულენი ბრალდებებს უარყოფს. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლება სხვადასხვა ოპოზიციური გაზეთის თანამშრომლები და მთავარი რედაკტორები ამავე ბრალდებით დააკავა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics