|
2017-06-06 17:39:22, 2133 ნახვა
სამართალი
ლერი ხაბელოვის გამარჯვების ლეგიტიმურობის საკითხი, სავარაუდოდ, 10 ივნისს გადაწყდება
გაბათილდება თუ არა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის ყრილობის შედეგები, სავარაუდოდ 10 ივნიის გახდება ცნობილი. საქმის არსებითი განხილვა დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართა, სადაც მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატმა როინ მიგრიაულმა პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა მომდევნო სხდომაზე გამოცხადდეს. მანვე აღნიშნა, რომ სეოკ-ს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია მათი სასარჩელო მოთხოვნის გასაბათილებლად. მოპასუხე მხარის ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა საკითხის შეფასებისგან თავი შეიკავა, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნას მხარე არ ეთანხმება. სასამართლო პროცესზე რეპლიკით ისარგებლა თავად ირაკლი მეძმარიაშვილმა, რომელმაც მოსამართლეს დაუდასტურა, რომ სარჩელის შეტანა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ გამოვლენილი დარღვევების გამო მოხდა. ირაკლი მეძმარიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და მოთხოვნას, გაბათილდეს 23 დეკემბრის ყრილობის შედეგები, დააკმაყოფილებს. მომდევნო სასამართლო პროცესზე მხარეები მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ დასვან შეკითხვები, რის შემდეგაც მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილს გადაწყვეტიების მიღება შეეძლება. საქმეზე მომდევნო სასამართლოს ხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება. საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 24 იანვარს დააკმაყოფილა ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა. ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. (NS)
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)