20:31 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 15:02:03, 2315 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი: ნატო-ს მცდელობა, ევროპაში ძალთა ბალანსი შეცვალოს, დესტაბილიზაციას გამოიწვევს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ნატო-ს წევრი ქვეყნების მცდელობა, შეცვალონ ევროპაში ძალთა ბალანსი, სიტუაციის დესტაბილიზაციას გამოიწვევს, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება.

როგორც ლავროვმა აღნიშნა, მსგავსი ქმედებები ეწინააღმდეგება ეუთო-ს სამიტებზე და რუსეთი-ნატო-ს სამიტებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ერთიანი სამშვიდობო, უსაფრთხო და სტაბილური სივრცის შექმნის შესახებ, რაც რუსეთისა და ბელარუსის ეროვნულ ინტერესებს პირდაპირ ეხება. 

"ჩვენ იძულებულნი ვართ, შევაჯამოთ, რომ ევროპაში არსებული ძალთა ბალანსის შეცვლის მცდელობა, ცივი ომის დასრულების მომენტიდან მოყოლებული, ბლოკის პოტენციალის უპრეცედენტო ზრდა, სამხედრო წვრთნების მასშტაბების ზრდა, ასევე აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემისა და მისი ევროპული სეგმენტის შექმნა, ევროპის კონტინენტზე დესტაბილიზაციას გამოიწვევს", - განაცხადა ლავროვმა ბელარუს კოლეგასთან შეხვედრის ფარგლებში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics