20:31 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 12:10:07, 3011 ნახვა

მსოფლიო
ხუთმა არაბულმა ქვეყანამ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

ხუთმა არაბულმა ქვეყანამ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, იემენი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე და არაბეთის გაერთიანებული საემიროები ყატარს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში, რეგიონში არასტაბილური ვითარების ხელშეწყობასა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. 

აღნიშნული ქვეყნების გადაწყვეტილებით, ყატარელ დიპლომატებს 5 სახელმწიფოს დასატოვებლად 48-საათიანი ვადა მიეცათ. ქვეყანასთან ასევე საჰაერო და საზღვაო მიმოსვლაც შეწყდება და ყატარის მოქალაქეებს ოთხივე ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ. 

ყატარი არაბული კოალიციიდანაც გარიცხეს, რომელიც იემენში აჯანყებული შიიტი ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებს. 

ხუთივე ქვეყნის ხელისუფლება ყატარს ტერორისტული ორგანიზაციების “ალ-ქაიდასა” და "ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერაში ადანაშაულებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics