|
2017-06-05 09:34:44, 1781 ნახვა
საზოგადოება
დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 5-6 და 7 ივნისს ხანომკლე წვიმაა ნავარაუდევი. თუმცა, ჰაერი +30-დან +34 გრადუსამდე გათბება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში შედარებით დაბალი ტემპერატურაა ნავარაუდევი. დედაქალაქ თბილისში დღეს +28 გრადუსი სითბო და ხანმოკლე წვიმა ელჭექით იქნება, 6 ივნისს დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო 7 ივნისს, +33 გრადუსი სითბო იქნება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართველოს ბარში სინოპტიკოსები დღეს უმეტესად უნალექო ამინდსა და +32 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ, 6 ივნისს ზოგიერთ რაიონებში ხანომოკლე წვიმა ელჭექითაა ნავარაუდევი, ტემპერატურა +34 გრადუსამდე აიწევს, ხოლო 7 ივნისს +28 გრადუსი სითბო და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +27- +30 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)