|
2017-06-03 21:53:22, 3522 ნახვა
პოლიტიკა
ლეილა მუსტაფაევა საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარს აცხადებს
ლეილა მუსტაფაევა, საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლემ აღნიშნა, რომ მას არ სურს აზერბაიჯანის მოქალაქეობაზე უარის თქმა, რაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შედეგად მოხდება. „მე უარს ვამბობ საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე. ეს ნიშნავს რომ მე უარი უნდა ვთქვა აზერბაიჯანის მოქალაქეობაზე, რაც არ მსურს. თუ მსურდა საქართველოს მოქალაქეობა, მე ამას ადრე გავაკეთებდი. გასულ წელს მე ბინადრობის უფლების მიღებაზე მივმართე ქართულ მხარეს, რაზეც მითხრეს, რომ თქვენ სახიფათო საქმეებით ხართ დაკავებული და ეს საქართველოს ინტერესებში არ შედისო. ახლა აღარ ვარ სახიფათო, რაც ჩემი ქმარი დაიჭირეს? არაა საჭირო შოუების მოწყობა, ჯობია სამართალდამცავებს მიმართონ რომ გამოიძიონ საქმე ისე როგორც საჭიროა“, - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ. შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სთხოვა. რამდენიმე წუთის წინ, აღნიშნულს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სპეციალური დოკუმენტაციით მიმართვის შემთხვევაში, პრეზიდენტი აფგან მუხტარლის ოჯახს საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს.
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)