|
2017-06-02 18:52:57, 1797 ნახვა
საზოგადოება
იური ნოზაძე ორგანიზაციის „People in Need“ ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ (People in Need) ახალი პროექტის „რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, როგორც სოფლად ეკონომიკური განვითარების ვექტორები“ პრეზენტაციას დაესწრო. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოში ევროკავშირის მისიას აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით გაწეული დახმარებისთვის. „ქვეყნაში აგრარული მიმართულების განვითარებისთვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) უმნიშვნელოვანესია. საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისთვის მზაობა და შემდგომ განხორციელება აუცილებელი პირობაა ევროკავშირის ბაზრის ათვისებისთვის, ამისთვის უნდა მოხდეს დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლება, რაშიც საკუთარი დიდი წვლილი უნდა შეიტანონ სამოქალაქო ორგანიზაციებმა“, - განაცხადა იური ნოზაძემ და ამ კუთხით ახალი პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ (People in Need) საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ლორია გონის განცხადებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის არის შესაძლებლობაც და გამოწვევაც. მცირე მეწარმეებს სჭირდებათ დახმარება ახალ მოთხოვნებთან ადაპტირებისთვის და სოფლად მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. აღნიშნული პროექტის მიზანია, რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება. იმერეთის, მცხეთა¬-მთიანეთის, კახეთის, სამცხე-¬ჯავახეთის, სამეგრელო-¬ზემო სვანეთის, აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონებში აღნიშნული ორგანიზაციები, ასევე ყაზბეგის, ლაგოდეხის, ბორჯომის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს, ახალქალაქის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში არსებული განვითარების ჯგუფები (LAG) პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ტრენინგების მეშვეობით შეიძენენ აუცილებელ ცოდნას ევროპის ბაზარზე ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, პროდუქტის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზზე, რითაც ადგილობრივ მწარმოებლებს საექსპორტო პოტენციალის მქონე ადგილობრივი პროდუქციის გამოვლენაში დაეხმარებიან. პროექტის პრეზენტაციას სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის, დონორი ორგანიზაციების, ბიზნესწრეებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)